საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი კვლავ სოფელი სამება იყო
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ისევ სოფელი სამება იყო.
მიწისძვრა თბილისის დროით 10:26 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 26 კმ-ში, მოხდა. მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდა იყო.
სოფელ სამებასთან ივნისის შემდეგ მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა.