“ოკუპანტი გადავიღეთ” – სუს-მა ატოცში მომხდარზე ცხელი ხაზი აამოქმედა

სოციალურ ქსელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ქაცარავამ ვიდეო გაავრცელა, სადაც მისი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი ე.წ. საზღვართან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

“რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ მავთულხლართების გაბმის პროცესი, დღეს უკვე მავთულხლართების აქეთ გადმოსული ოკუპანტი გადავიღეთ”, – წერს ქაცარავა.

როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები