თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის გაფართოებული ბიუჯეტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 10 883 580 ლარი დაიხარჯება. უკვე მიმდინარეობს შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე, ახალდაბა-წყაროთისა და ხიჭაური-ნაღვარევის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ანგისა-ახალციხის საავტომობილო გზის 66-ე კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ დაბა შუახევში მიმდინარე სკოლის მშენებლობა დაათვალიერა. სამ სართულიანი სკოლის შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი მშენებლობისთვის 2 171 873 ლარი დაიხარჯება. შენობაში განთავსდება სასწავლო და დამხმარე ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, შენობა სრულად იქნება ადაპტირებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობითა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შუახევში აშენდა პირველი პროფესიული სასწავლებელი. თორნიკე რიჟვაძემ სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ახალ სასწავლებელში ადგილობრივები შეძლებენ მიიღონ პროფესიული განათლება სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და სამშენებლო მიმართულებებზე. ამასთან სასწავლებელი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები