საქართველოსა და თურქეთს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“ ხელი მოეწერა

საქართველოსა და თურქეთს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“ ხელი მოეწერა. ღონისძიება ბათუმში გაიმართა.

შეთანხმება ტვირთების გადაზიდვის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას ითვალისწინებს. თუ აქამდე ინფორმაციის გაცვლას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდებოდა, შეთანხმებით ეს მოხდება ავტომატურად, ოპერატიულ რეჟიმში, რაც გაზრდის საერთაშორისო ტვირთბრუნვასა და კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობას.

შეთანხმება ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-3 შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა. მხარეებმა პანდემიის პირობებში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები