გოგი მეშველიანი ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, გამართულ ღონისძიებას „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ დაესწრო
„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ღვინის გილდიის „ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 16 ბოლნისური მარნის , 29 საუკეთესო ღვინო.
„მახარებს ის, რომ ბოლნისური ღვინოები დღითი-დღე უფრო მეტად ცნობადი ხდება და ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები არის კარგი საშუალება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორორმაცია და შევუქმნათ წარმოდგენა თუ როგორ ვითარდება მეღვინეობის დარგი ბოლნისში.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა
ღონისძიებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.
ღონისძიება „ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის” და ,,ბოლნისის აგროცენტრი“-ს ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით მოეწყო.
მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს ჩამოყალიბდა და 35-მდე მცირე ტიპის საოჯახო მარანს აერთიანებს. ბოლნისელი მეღვინეეების მიზანია ბოლნისში აღდგეს ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, რაც 400 წლის განმავლობაში დაკარგული იყო.