ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლები დააზიანა
ვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ძლიერი ქარის შედეგად ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიის ზონაში უკვე მუშაობს მერიის სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დილიდან ითვლის. სწორედ აღწერის შემდეგ გადაწყდება დაზარალებულების დახმარების საკითხი.
სახურავების დაზიანების გარდა, წუხელ ქარმა მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა. შესაბამისმა სამსახურებმა გზის სავალი ნაწილი მალევე გაწმინდეს.
ამ დროისთვის, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელი დენის გარეშეა დარჩენილი. პრობლემის მოგვარებაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს.