“სოლიდარობა ჟურნალისტებს” – სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰომოფობიური აქციის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები დაგმეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა და სოლიდარობის აქცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში გამართეს.

მათ შორისაა ბათუმი და მარნეული. შეკრებილები მოძალადეების დროულად იდენტიფიცირებას და სათანადო დასჯას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს თბილისში გამართული ჰომოფობიურ აქციაზე აგრესიულად განწყობილმა უკონტროლო ჯგუფებმა ძალადობრივი გზით ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში. შედეგად დაშავებულია სხვადასხვა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი. მათ შორის მძიმე ტრავმები მიიღეს ოპერატორებმა, რომელთაც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები