“ერთადერთია რაც მისგან დამრჩა” – ავარიის შედეგად გარდაცვლილის ნათესავი კატას ეძებს

3 ივლისს ლანჩხუთში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის გიორგი კვიციანის ბიძაშვილი შოთა კვიციანი გიორგის დაკარგულ კატას ეძებს და საზოგადოებას დახმარებას თხოვს.

როგორც შოთა სოციალურ ქსელში წერს, კატა ავარიის დროს გუორგისთან ერთად იყო და ბოლოს შემთხვევის ადგილთან ახლოს ნახეს.

მისი თქმით, ის ერთადერთია რაც გარდაცვლილი ბიძაშვილისგან დარჩა.

“ჩემი ბიძაშვილი იყო დედისერთა ბიჭი ძალიან გთხოვთ თუ ვინმე ამ კატას ნახავთ დამიკავშირდით ავარიის შემდეგ იქ ტრიალებდა ის ის გიოს საყვარელი ერთადერთი საყვარელი ცხოველი იყო და ერთადერთია რაც მისგან დამრჩა და არ მკნდა ასე უპატრონოდ გაქრეს”, – წერს შოთა კვიციანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები