ვაშლოვანის ნაკრძალი კვლავ იწვის

ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში კვლავ ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის 120 მეხანძრე-მაშველი. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 80 რეინჯერი. შექმნილია ვაშლოვანის ნაკრძალის ხანძრის ლიკვიდაციის საკოორდინაციო შტაბი.

ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა. ადგილზე მობილიზებულმა ჯგუფებმა ხანძრის კერამდე სპეციალური მილებით სახანძრო სახელურები ოთხ კილომეტრ მანძილზე აჭიმეს და წყლით მუშავდება ყველა ცეცხლის კერა.

არსებული ინფორმაციით, დამწვარია 150 ჰექტრამდე ფართობი, მათ შორის ენდემური ჯიშის მცენარეები.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გასულ კვირას მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია, მის ქრობაში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართული იყო ავიაციაც, თუმცა ამ დრომდე ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები