სენაკში ავარიას 3 პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
სენაკში ავტოავარიის შედეგად სამი პირი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბეთლემთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწრაფი სიჩქარით მომავალმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჯებირს შეასკდა. ავტომანქანა აალდა, შედეგად სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.