ლაგოდეხის 8 სოფელში გარე განათება დამონტაჟდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში გარე განათების სისტემის მოწესრიგება იწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნინიგორი, საქობო, კაბალი, განჯალა, ყარაჯალა, უზუნთალა- ის სოფლებია, სადაც განათების სისტემა შიდა გზებზე დამონტაჟდება.

“გარე განათება დამონტაჟდება, ასევე, სოფელ ზემო ფონაში მისასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთსა და სოფელ ჭაბუკიანიდან – მდინარე ალაზნის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. მუნიციპალიტეტის სოფლების განათება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება ჯამში 235 684 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ყველა განსახორციელებელი პროექტი ადგილობრივების გადაწყვეტილებით, სოფლის საერთო კრებაზე დაიგეგმა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები