“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები პრაიდის წინააღმდეგ აქციას უერთდებიან
“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაუდასტურა.
ცნობისთვის, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საკუთარ ფეისბუქვერდზე გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია , რომ ისინი პრაიდის ჩატარებას ეწინააღმდგებიან.
“აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ ასე ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე… საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაამდეგ მიმართულ ქმედებას”,- ნათქვამია ჰესის მოწინააღმდეგეთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.