ჭიათურელი პედაგოგი იმერეთის რეგიონში კითხვის სწავლებაში საუკეთესო მასწავლებელი გახდა
ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანა ბურძენიძემ რეგიონულ კონკურსში -იმერეთის რეგიონის კითხვის (ქართულ ენასა და ლიტერატურაში) გაიმარჯვა და
საუკეთესო მასწავლებლის წოდება მოიპოვა.
დაჯოლდოვების ცერემონია ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით წელს პირველად ჩატარდა, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონში დაწყებითი განათლების მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა
რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.