თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს მრევლი კახეთიდანაც შეუერთდება

თბილისში, ქაშუეთის ეკლესიაში დაგეგმილ პარაკლისს მრევლი კახეთიდანაც შეუერთდება.

100-მდე ადგილობრივი, მათ შორის საპატრიარქოს ჩოხოსნები, სასულიერო პირები და მრევლი დედაქალაქისკენ უკვე გამოემგზავრნენ. მანამდე ისინი თელავის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც მღვდელმსახურებმა პარაკლისი გადაიხადეს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ლგბტ თემის წევრებთან დაპირისპირებას და აგრესიას, მაგრამ დღეს ერთად დგომაა საჭირო.მოგიწოდებთ ყველას ერთობისკენ.დღეს თუ არ დავდექით ერთად, ღირსებას შეგვილახავენ. მათი დღევანდელი ღონისძიება ქრისტიანობის შეურაცხყოფაა“, – აცხადებენ ისინი.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაანონსებული შეკრება პრაიდის ღონისძიების პარალელურად გაიმართება. საპატრიარქომ ორი დღის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც მრევლს ღირსების დაცვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები