მდინარე ენგურში 50-წლამდე კაცს ეძებენ
მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის მონაკვეთთან, მდინარე ენგურში 50-წლამდე კაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იდლიანის მკვიდრი მდინარეში საკუთარი ავტომობილით გადავარდა.
შემთხვევა გუშინ, ჯვარი-ხაიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოხდა. როგორც ცნობილია მანქანაში მძღოლი მარტო იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. კაცი მესტია-თბილისის სამარშუტო ხაზზე მუშაობდა.
მაშველებმა, კაცი მანქანაში ვერ იპოვეს. ხაიშის მონაკვეთთან, მდინარე ენგურში სამძებრო სამუშაოები მომდინარეობს.