ხულოს სახელოვნებო სკოლის ანსამბლმა ,,ციცინათელა” საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა

ბათუმში, კულტურისა და ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის კავშირი, გოლდენ გრუფ თრეველის მიერ გამართულ საერთაშორისო ფესტივალ კონკურსზე ,,ოქროს გაზაფხული” ხულოს სიმონ ართმელაძის სახელობის, სახელოვნებო სკოლასთან არსებულმა ვოკალურმა ანსამბლმა ,,ციცინათელა”-მ გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებული ანსამბლის წევრები დიპლომებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსში, ანსამბლ ,,ციცინათელა”-ს ფინანსური მხარდაჭერა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ,,კულტურულ ღონისძიებათა მხარდაჭერის პროგრამა”-ის ფარგლებში უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები