რუსთავის მერია ძლიერი ქარის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრა

რუსთავში მომხდარი ძლიერი ქარის გამო, რამოდენიმე მისამართზე შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავები , რუსთაველის N35, სარაჯიშვილის N5 და კოსტავას გამზირზე არსებულ კორპუსებში დააზიანა. სამივე ლოკაციაზე სახურავის დაზიანებული ნაწილი, ,,რუსთავ სერვისცენტრის” და სამაშველოს ბრიგადებმა მოხსნეს.
“სახურავის დაზიანებული ნაწილის აღდგენას მუნიციპალიტეტი დაუყონებლივ დაიწყებს. ამჟამად სამუშაო მინდინარეობს ბოსტანქალაქის ქუჩაზე და ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც ქარმა ხეების წაქცევა გამოიწვია. ქარმა ხეები ბარათაშვილის, მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზეც წააქცია, სადაც შესაბამისი სამუშაო, ,,რუსთავსერვის ცენტრმა”  დილითვე დაასრულა. როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, გუშინდელი სტიქიით მიყენებულ ზარალს, ქალაქის მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით აღმოფხვრის”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები