„რუსთავის აზოტში“ არსებული პირობები პარლამენტარებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაამოწმეს
საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე დავით იშხნელი, სს ,,რუსთავის აზოტში“ იმყოფებოდნენ.
პარლამენტარები, მხარისა და ქალაქის პირველი პირები, საწარმოს ხელმძღვანელობას, მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და საამქროებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ. ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე, ,,რუსთავის აზოტში“ დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და საწარმოში ამჟამად მინმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრებენ.
,,აზოტის“ თანამშრომლების თხოვნით, ჩვენ პირველად როდესაც შევედით საწარმოს ტერიტორიაზე, გარკვეულწილად მძიმე პირობები დაგვხვდა სველ წერტილებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ ხელმძღვანელობას დაეწყოთ აქტიური მუშაობა, იმისათვის, რომ ამ ადამიანების სამუშაო პირობები გაუმჯობესებულიყო. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ უკვე ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, იმისთვის, რომ რუსთავში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული სამუშაო პირობები ქონდეთ, დარწმუნებული ვარ, ,,აზოტის „ ხელმძრვანელობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, ,,აზოტის“ ხელმძღვანელობამ, სოციალური პოლიტიკის გასაჯანსაღებლად, ასევე შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ძალიამ ნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.
,,ცოტა ხნის წინ, აქ დასაქმებულების მხრიდან, ხელმძღვანელობის მიმართ იყო უკმაყოფილება სახელფასო პოლიტიკისა და ზოგადად, ადგილზე არსებული სამუშაო პირობების გამო. დღეს ჩვენ გავეცანით იმ ცვლილებებს რაც უკვე განხორციელდა. რეალურად შთამბეჭდავია, ის რაც ადგილზე ვნახეთ, საამქროებში მოწესრიგდა გათბობისა და გაგრილების სისტემა, სველი წერტილები და მიმდინარეობს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები, რაც ხელს შეუწყობს აქ დასაქმებული რუსთაველების ყოფის გაუმჯობერსებას“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მონიტორინგი იმ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ორი თვის წინ შედგა მუშებსა დაა საწარმოს ადმინისტრაციას შორის, მომავალშიც გაგრძელდება.
,,ჩვენ ყველა მომსწრენი ვიყავით იმ მოვლენების რაც ,,აზოტში“ განვითარდა ორი თვის წინ. მაშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის გაფორმებულიყო შეთანხმება, რომლის მონიტორინგზეც ჩვენ თავშივე განვაცხადეთ თანხმობა. დღეს სწორედ ამ მიზნით ვიყავით საწარმოში, ვნახეთ ის საამქროები, სადაც გარკვეული ცვლილებები უკვე მოხდა, გავეცანით სიტუაციას თუ რა გაკეთდა და რა არის კიდევ დაგეგმილი, იმისათვის, რომ აქ დასაქმებულების სამუშაო პირობები და ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის ,,აზოტის“ მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ორი თვის წინ გაიფიცნენ. მოთხოვნების შესრულებამდე, გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებთან დაბრუნებაზე უარს აცხადებდნენ. რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის შემდეგ, ,,აზოტის“ ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.