“სახეზე მკბენდა როცა არ ვემორჩილებოდი” – ძალადობის მსხვერპლი ქალი მომხდარის დეტალებს იხსენებს

გურჯანელი ქალი, რომელიც მეზობელ მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, დეტალებს იხსენებს. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.

33 წლის ქალის თქმით, მიღებული დაზიანებები თავის დროზე ექსპერტიზამაც აღრიცხა.

მეძახოდა ღამით… ძალადობის მცდელობა იყო, ნიშნები მქონდა, ექსპერტიზაზეც იყო. სახეზე მკბენდა, რომ არ ვემორჩილებოდი,” – აცხადებს დაზარალებული.

დაზარალებული გამოკითხვაზეა დაბარებული, რომელსაც მისი წარმომადგენლის სახით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტიც დაესწრება. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს მის ინტერესებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები