გორის მერიამ სოფლებში სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით კონკურსი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მიკროავტობუსებით) მგზავრთა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის მიზნით, გორის მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

“ნებართვის მიღების მსურველი პირების განაცხადებების მიღება დაიწყო დღეს, პირველ ივლისს და გაგრძელდება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.

ნებართვის მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობაშეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კერძოსამართლის იურიდიულ პირებს.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის . #5).

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში. ბმულიhttps://drive.google.com/…/1ZxlHD40B9SOf7PNLp0S…/view…

კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია.

გამარჯვებულის (ან გამარჯვებულების) გამოვლენა მოხდება მიმდინარე წლის 11 აგვისტომდე.

M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (მიკროავტობუსები) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოძრაობის მარშრუტები წარმოდგენილია ხუთ ლოტად. იხილეთ ბმულიhttps://drive.google.com/…/14_W9frJgaH_KurqaPb119…

კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მერის შესაბამისი ბრძანება(ბმულიhttps://drive.google.com/…/1dNe65BTZywEIv15t0Ap…/view…)

და ზემოაღნიშნული საკრებულოს დადგენილება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები