დავით ნოზაძე ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე: მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან და ისარგებლონ ალტერნატიული გზით

ლისი-მუხათწყაროს მონაკვეთზე, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.

რწმუნებულის ნუკრი ქობულაშვილის განმარტებით, ტერიტორიას სპეციალისტები სწავლობენ და მალე შესაბამისი დასკვნა დაიდება, თუ რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება. ასევე აღნიშნა, რომ გადაადგილება დროებით შეზღუდულია. მუშაობის დასრურლებამდე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ლისი-თბილისის შემოვლითი გზით.

„გუშინ დილიდან სპეციალისტებმა დაიწყეს შესწავლა, დაათვალიერეს ტერიტორია. დღეს ან ხვალ შესაბამისი დასკვნა იქნება დადებული, ამის შემდეგ დაიწყება საინჟინრო სამუშაოები. კომპანია, რომელმაც აღნიშნული გზის მშენებლობა აწარმოა, დაიწყებს პროექტის მომზადებას. შესაბამისი დასკვნები სანამ არ მომზადდება და ექსპერტები არ დადებენ იმ დასკვნას, თუ რა არის აქ გასაკეთებელი და რა საფრთხე შეიძლება მოყვეს, მანამდე სამუშაოები ვერ დაიწყება. გარკვეული დროის განმავლობაში გზა იქნება დაკეტილი. მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს გადაადგილებისგან და ისარგებლონ ალტერნატიული გზით“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები