შსს-მ ის პირი დააკავა, რომელმაც მდინარეში პოლიეთილენის ბოთლები ჩაყარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლნისში დააკავეს 20 წლის რ.შ.  რომელმაც მდინარეში ასობით ბოთლი ჩაყარა.

ვიდეო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 1  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები