ზესტაფონში ახალი სკვერი გაიხსნა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში, ახალი სკვერი გაიხსნა. რეკრეაციული სივრცე ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ადგილობრივებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ახალი რეკრეაციული სივრცე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე გათვლილია, ქალებისა და ბავშვებისთვის რათა ადგილობრივებს საკუთარ დასახლებაში ჰქონდეთ საუკეთესო გარემო დასვენებისა და გართობისთვის. პროექტის ფარგლებში, ახალ სკვერში სხვადასხვა სახეობის ხე – მცენარეები დაირგო. მოეწყო ტროტუარები და ბორდიურება, დამონტაჟდა განათების სისტემა.
პროექტი განახორციელა ზესტაფონის მერიამ, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ზესტაფონის მერიის მიერ არის დაფინანსებული.
ადგილობრივ მოსახლეობას, ზესტაფონის მერიამ, იმსკვერების პროექტებიც გააცნო, რომელიც უახლოეს მომავალში მოეწყობა ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე.
ზესტაფონში, კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული ზონა, უშანგი ჩხეიძის სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება 3 სკვერს. განახლდება, ცნობილი მელოდიის ავტორის „სულიკოს“ შემქმნელის, ვარინკა მაჭავარიანი – წერეთლის სახელობის სკვერი. მოეწყობა ასევე ორი ახალი სკვერი, უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის და „ავერსის“ მიმდებარე ტერიტორიებზე.