“მრავლობითი ტრავმები გულის, თავის არეში” – გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, მრავლობითი ტრავმები გულის, თავის არეში და ზოგადად, რთული ვითარება იყო. ამიტომ მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა და კრიტიკული მედიცინის ცენტრმა გადაიყვანა,- განაცხადა ჯეოჰოსპიტალსის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.

შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა.

ამჟამად ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. დამატებითი დეტალები მომხდარზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები