წნორში დამატებით 1500 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს

საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ წნორში, 24 საცხოვრებელ კორპუსშიდამონტაჟდა მრიცხველები, მოეწყო წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400 მ. პროექტი 1 თვეში დასრულდება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების შედეგად, დამატებით 1500 ადამიანი უკვე სარგებლობს სტაბილური წყალმომარაგებით. პროექტის განხორციელებამდე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

წნორის დანარჩენ მოსახლეობა კი (5 000-მდეადამიანი) დაახლოებით ერთი წელია უწყვეტიწყალმომარაგებით სარგებლობს.

ადგილობრივების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპადcგანხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქლორატოროს, მოეწყო ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობა და სატუმბო სადგური.

პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები