წვიმა, სეტყვა, ელჭექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
5 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივლისს შესაძლებელია ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.
4 ივლისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ, 5 ივლისს კი უმეტეს რაიონში იწვიმებს.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.
4-5 ივლისს თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი. კვირას კი შესაძლოა ტემპერატურამ +38 გრადუსსაც მიაღწიოს.