რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა მესტია-ჭალაჰესის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომის მონაწილე დეპუტატებმა მესტიაში, მესტია-ჭალაჰესის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჰესის მუშაობას გაეცნენ.

პროექტში 61.2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ჰესმა სოციალური ვალდებულების გათვალისწინებით, განათლებისა და კულტურის სფეროში სხვადასხვა პროექტი განახორციელა.

შესულ თანხას მუნიციპალიტეტი სტუდენტების დაფინანსებას, ბაღის მასწავლებელთა ხელფასების ზრდას და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს მოახმარს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები