თორნიკე რიჟვაძე – ნაცმოძრაობას მინდა ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც ვპირდებით ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ აჭარის ახალი ბიუჯეტი არის ეკონომიკური აღდგენის ბიუჯეტი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

,,ნაცმოძრაობას მინდა ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც აუცილებლად ვპირდებით ძალიან მალე ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში, ჩვენ ვგეგმავთ პირველივე ტურებში გამარჯვებას 70%-ზე მეტი მაჩვენებლით. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა” –  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები