სოფელ უდაბნოში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედის” საანგარიშო კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა

სოფელ უდაბნოში ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედის” საანგარიშო კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე -ალექსი გილაშვილი და მუნიციპალიტეტისა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მისასალმებელი სიტყვით, მაყურებლის წინაშე ანსამბლის ხელმძღვანელი თინათინ მეზვრიშვილი წარსდგა და მონაწილეთა მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა.
“ალექსი გილაშვილმა ქალბატონ თინათინს მერის სახელით მადლობის სიგელი გადასცა – კულტურისა და ხელოვნების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ანსამბლი “იმედი”-ის უდაბნოს ჯგუფი 2020 წლის თებერვალში შეიქმნა თინათინ მეზვრიშვილისა და გიორგი ჭეშურაშვილის ხელმძღვანელობით. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ანსამბლმა აქტიურად დაიწყო მუშაობა და დღეისათვის უკვე 40-ამდე ადგილობრივ მოსწავლეს აერთიანებს.
საზღვრისპირა სოფლის კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მხარდაჭერას გამოთქვამს და სამომავლოდ მათი საჭიროებების გადაჭრის ამოცანებსა და გზებზე იმსჯელებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები