საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ფოტო-ვიდეო კონკურსს აცხადებს

კონკურსი – “აღმოაჩინე საგარეჯო”, გაძლევთ შანსს, თქვენი ნამუშევრები განთავდეს საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებზე და მიიღოთ სოლიდური ჯილდო. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეჯოს მერია ავრცელებს.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილება წარმოგიდგენთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ფოტო-ვიდეო კონკურსის – „აღმოაჩინე საგარეჯო” – დებულებას.

კონკურსის მიზანია:

ადგილობრივი, ტურისტულად სტრატეგიული ლოკაციების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაციისა და საინფორმაციო ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ პლატფორმასა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელება.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა: ნებისმიერმა დაინტერესებულმა, მოყვარულმა, ან პროფესიონალმა ფოტო-ვიდეო რეპორტიორმა 15 წლიდან- ზევით, უნდა წამოადგინოს – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ტურისტულად მნიშვნელოვანი და საინტერესო ლოკაციის  (ბუნების პეიზაჟი, ისტორიული ძეგლი, ან ნებისმიერი საინტერესო და შთამბეჭდავი ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ ემოციას აღძრავს მხილველში) ამსახველი 1 (2 – 3 წუთიანი) მაღალხარისხიანი ვიდეორგოლი  და 10 ფოტოსურათი, რომელსაც თან უნდა დაერთოს აღწერილობა და დანიშნულების ადგილი. გადაღებისთვის შესაძლებელია როგორც ფოტო-ვიდეოკამერის, ასევე დრონის გამოყენებაც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული -კომპეტენტური ჟიურის მიერ, პროექტ – „აღმოაჩინე საგარეჯოს” გამარჯვებულად გამოცხადდება ის კონკურსანტი, ვინც ყველაზე ხარისხიან,  შთამბეჭდავ და ჯერ კიდევ უცნობი ლოკაციის რეპორტაჟს წარმოადგენს.

(საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში,  თქვენს მიერ მოწოდებული ნამუშევრები ტურიზმის ოფიციალურ facebook გვერდზე -tourism/sagarejo  ავტორის მითითებით გაავრცელოს).

კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზი:

I ადგილი- 1500  (ათასხუთასი)ლარი

II ადგილი-1000  (ათასი) ლარი

III ადგილი-500  (ხუთასი)ლარი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1 ივლისიდან  10 ივლისის ჩათვლით, ნემუშევრები  (ავტორის სახელი-გვარი, ასაკის მითითებით) უნდა გამოაგზავნონ http://wetransfer.com/-ის საშუალებით მითითებულ

მეილზე:  tourism.sagarejo@gmail.com “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები