ზესტაფონის მერმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს 103 წლის იუბილე მიულოცა

გიორგი გოგლიჩიძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ალექსანდრე ბუსკივაძეს, რომელიც 103 წლის გახდა, იუბილე მიულოცა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქალაქის მერი, ბატონ ალექსანდრეს, ოჯახში ესტუმრა და იუბილეს აღსანიშნავად, მერიისგან ფულადი ჯილდო, 500 ლარი გადასცა საჩუქრად.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დიდი არმიიდან, 3 ვეტერანია დარჩენილი. მათ შორისაა ბატონი ალექსანდრე, რომელსაც 1 ივლისს, 103 წელი შეუსრულდა. ვულოცავ, ქვეყნის ჯარისკაცს იუბილეს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. ხელისუფლებას ყოველთვის ახსოვს ის ადამაინები, რომელთა ღვაწლი დიდია ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.
მერთან ერთად, ბატონ ალექსანდრეს, დაბადების დღე, ვეტერანთა კავშირის, ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმაც მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები