რუსთავში მდებარე ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

რუსთავში, მე-14-ე მიკრორაიონის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ველოსიპედების საწყობში გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები