საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 13:45 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.