მოქალაქეები უკეთესი ჭიათურისთვის – “ჯორჯიან მანგანეზი” და მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ თუ ნახავენ მადნით დატვირთული მანქანები არღვევენ საკრებულოს დადგენილებას გადაადგილების წესთან დაკავშირებით, აცნობონ მერიას.
“ვინაიდან აქტიური მოქალაქე ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმეში, უნდა ინტერესდებოდეს ქვეყანასა და თავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებით, ხმამაღლა სვამდეს შეკითხვებს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში ხომ აქტიური მოქალაქეების არსებობასთან პირდაპირ კავშირშია.
აქედან გამომდინარე,მივმართავთ მოსახლეობას და ჩვენი მხრივ, მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სუფთა და უსაფრთხო გარემო, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და, თუ დააფიქსირებთ ფაქტს რომ მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები არღვევენ საკრებულოს დადგენილებას ჭიათურის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის შესახებ, გვაცნობეთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეიბუქ გვერდზე – https://www.facebook.com/ChiaturisMunitsipalitetisGamgeoba
სასურველია მოწოდებული ინფორმაცია გამყარებული იყოს ფოტომასალით.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ სახელით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.