ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ. ერთ-ერთი დაკავებულის, რომელიც სამართალდაცველია, ადვოკატი თემურ მესხი “კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი არ წარუდგენიათ ჯერ, შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დაცვის მხარეს საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე წვდომა არ აქვს. როცა გადმომეცემა მასალები უფრო მეტი მეცოდინება მოცემულ საკითზე.
ამ დროისთვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ და იყენებს დუმილის უფლებას.
ბრალი ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარედგინება”,- განაცხადა თემურ მესხმა.
ცნობისთვის, ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.