გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ახალგაზრდა ,,ქართული კულტურის დღეები-მესტია 2021“-ში მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 12 ახალგაზრდა ,,ქართული კულტურის დღეები-მესტია 2021“-ში მონაწილეობს. სვანეთში გამგზავრებამდე ახალგაზრდები გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ და კულტურის დღეებზე მშობლიური ქალაქის წარმოჩენის გზებზე იმსჯელეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქართული კულტურის დღეები მეტიაში 5 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები, ლაშქრობები, კონცერტები, დისკოთეკები, შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა აქტივობები.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების გამგზავრება სვანეთში გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება. პროექტის ინიციატორია ,,ბავშვთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი გაერთიანება“, რომელმაც მონაწილე ახალგაზრდები ღია კონკურსის წესით შეარჩია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები