კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 663, იმერეთში – 95
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, აჭარაში – 38, იმერეთში – 95, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 18, გურიაში – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 081 საიდანაც 2 729 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 529, აჭარაში – 163, იმერეთში – 353. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 601 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 37, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 165 პირი, მათგან თბილისში – 114, აჭარაში – 7, იმერეთში – 10. 605 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 – თბილისში, 182- აჭარაში. 5 747 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.