ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შედეგად გადაიკეტა სოფელ მსხალდიდამდე მისასვლელი გზაც. ვითარებას ადგილზე გაეცნო მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული.

როგორც “იმედს” დავით ნოზაძემ განუცხადა, აღნიშნულ მონაკვეთზე გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები და ლევან სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ, რათა მეწყრული პროცესის გააქტიურების გამომწვევი მიზეზები დადგინდეს. გუბერნატორის განმარტებით, სტიქიის გამო არცერთი ოჯახი არ დაზარალებულა. სოფელ მსხალდიდის მოსახლეობას კი, ნაფეტვრების გზით შეუძლია გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები