ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება
ვაშლოვნის ეროვნულ ნაკრძალში ხანძრის ლოკალიზების პროცესში დღეიდან ვერტმფრენი ჩაერთვება. ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ცეცხლის კერა რთულად მისადგომ ტყის მასივშია და სპეცტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება. არსებული ინფორმაციით, ხანძარი ფართო მასშტაბზე ვრცელდება, რისთვისაც ადგილზე დამატებითი ძალებია გამოძახებული.