ზურაბ აბაშიძე: საქართველო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველა არსებულ შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს
საქართველო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად ყველა არსებულ შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს – აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ თემაზე მან გრიგორი კარასინთან რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროსაც, რომელიც გუშინ დასრულდა.