ზესტაფონში, 30 წლის მამაკაცის მკვლელობასთან კავშირში მყოფ 3 დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ზესტაფონში, 30 წლის მამაკაცის მკვლელობასთან კავშირში მყოფ 3 დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მათ შორის არის ინსპექტორ-გამომძიებელიც. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადაცემაში ადანაშაულებენ, სწორედ სამართალდამცველის კუთვნილი იარაღით მოხდა მკვლელობა.

გამოძიების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში სამართალდამცველისბიძაა ბრალდებული. ძიება მიმდინარეობს მტკიცებულებების განადგურების მუხლითაც.

ზესტაფონში მკვლელობა გუშინ მოხდა. გასროლას წინ უძღოდა ჯერ სახლში, შემდეგ კი ქუჩაში ხელჩართული ჩხუბი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები