ერთკაციანი აქცია ბათუმში – მოქალაქემ კარავი გაშალა

ერთი კაცის პროტესტი ბათუმში –  დავით ბურჭულაძემ ქალაქის ცენტრში კარავი გაშალა.

მას რამდენიმე მოთხოვნა აქვს – გაიზარდოს პენსია მინიმუმ 500 ლარამდე; პენსიონერების ჯანდაცვის სრული პაკეტით უზრუნველყოფა და საპენსიო სესხის 5%-მდე შემცირება.

ბურჭულაძემ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, სამომავლოდ შესაძლოა შიმშილობაც დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები