ამბროლაურში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის – ზვიად მხეიძის განცხადებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,ქალაქ ამბროლაურში კოსტავასა და ბრატისლავა-რაჭის ქუჩების კეთილმოწყობა ხორციელდება. პარალელურად გზებზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა 4 სოფელში მიმდინარეობს, 12 სოფელში კი გზების საპროექტო სამუშაოები ხორციელდება. ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი სოფელმოვიცვათ, თუმცა ყველა მიმართულებით ასფალტის საფარის მოწყობა შეუძლებელია, ამიტომ ეტაპობრივად ვახორციელებთ პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას, რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის.

აქტიურად მიმდინარეობს ასევე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეირჩა. წელს, ამ მიმართულებით 785 000 ლარი იხარჯება. ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრაშიდა გზების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება, გაბიონებისა და სანიაღვრე არხების გაკეთება, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სხვა.

ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებით სარგებლობდეს, ამიტომ აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ – აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები