მცხეთა-მთიანეთში 12 900 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე1 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზოსიგარეტის შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. მცხეთა-მთიანეთში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მცხეთა – მთიანეთის რეგიონში ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 12 900 ლარს აღემატება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე- 200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.