“რაღაც შედეგს მაინც უნდა მივაღწიოთ..დიდია მოლოდინი” – გახელაძის მეუღლე ჟენევის მოლაპარაკებებზე

შვეიცარიაში დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი გაიმართება. საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით განხილვის მთავარი თემები,  რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევა, უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა, გატაცებები და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

გახელაძის ოჯახი იმედოვნებს, რომ ამ მოლაპარაკებებზე კონკრეტული შედეგი დაიდება.

“ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საკითხი რომელიც გადაუჭრელია და უნდა გადაიჭრას ამ კუთხით ეს დაყენებული იქნება. რაღაც შედეგს მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ რაღაც ვიცოდეთ. დიდია მოლოდინი რას გააკეთებენ და რას იტყვიან. ველოდებით პატრიარქის საპასუხო წერილს, რა პასუხს გაგვცემს და შესაბამისად დავფიქრდებით მერე”, – თქვა ირმა ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით წერილი 23 ივნისს გაუგზავნა. ამ მიზეზით ოჯახმა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა დროებით გადადო და ხელისუფლებას 1 თვის ვადა მისცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები