რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის კრემლს მიმართა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა.

ამის შესახებ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბუთბამ განაცხადა.

“მივმართეთ რუსეთის ფედერაციას თხოვნით, გააძლიეროს დახმარება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, საჭიროების შემთხვევაში, რუსი ექიმების ჩამოსვლა განაახლოს. საკითხი განიხილება”, – თქვა ბუთბამ.

მისი თქმით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გარდილია.

რაც შეეხება რუსული ვაქცინით იმუნიზაცის პროცესს, თითქმის ორი თვის თავზე “სპუტნიკის” პირველი დოზით აცრილია მხოლოდ 4682 პირი, პრეპარატის ორივე კომპონენტი მიღებული აქვს 2197 მოქალაქეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები