ანდრია ჯაღმაიძე: ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება
“ნინოწმინდაში, მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვთა სახლები საერთაშორისო მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
„მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ახალი ბავშვთა სახლების ფორმირებაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ყველა აქ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. შემდგომში გაგრძელდება თანამშრომლობა, რათა ბავშვთა სახლები, რომელიც შემდეგში იქნება ნინოწმინდაში, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.