ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ომარ ტაკიძემ მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის  მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, თათბირს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი როსტომ ლორთქიფანიძე.
“შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. განახლებული ბიუჯეტით განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა საუბნო გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია, იალაღებზე ელექტროსადენების ქსელის მოწყობა, ჩირუხისა და გომის მთის ცენტრების კეთილმოწყობა. გაგრძელდება ბაგა-ბაღების, ამბულატორიების, სპორტული მოედნების, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების, სოფლის სახლებისა და ცენტრების კეთილმოწყობა, დაგეგმილია სარწყავი არხების რეაბილიტაცია.
ყურადღება გაამახვილა ასევე სხვადასხვა უწყებების მიერ განსახორციელებელ პროექტებზე. ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა ჩირუხის, ჯვარიმინდორისა და წისქვილების სოფლში. გაგრძელდება მოყვარული ველოსიპედისტებისთვის, ახალი ველობილიკის მოწყობა.
ომარ ტაკიძემ, აღნიშნა რომ მუნიციპალიტეტში მაინც რჩება რიგი გამოწვევები, ამიტომ მნიშვნელოვანია გუნდური და ეფექტური მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები