გორში მცხოვრები ვეტერანები ქობულეთში სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შშმ ვეტერანი ქობულეთში გაემგზავრა, სადაც ისინი 10 დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.

“მერიის დახმარებით, ჩვენი ვეტერანები წელს მეოთხედ მიდიან ზღვაზე. ამ ბიჭებმა თავისი ვალი მოიხადეს და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მათ გვერდით ვიქნებით.”- განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ვეტერანები ზღვისპირეთში გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ გააცილეს.

ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები