ხობში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

გუშინ გვიან ღამით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მდებარე, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებულ მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 250 ლარი და 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქცია გაიტაცა.

შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები